მთავარი
იდეა - „კომპიუტერის
ევოლუცია“
მნიშვნელობა/
აქტუალობა - მოსწავლეებმა გაიგონ კომპიუტერის შექმნისა და განვითარების
ისტორია. თუ რატომ არის 21-ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიური ხანა.
მიზნები
და შედეგები - მოსწავლეები ფლობენ საბაზისო უნარ-ჩვევებს, თუმცა
მათ არ იციან მისი შექმნისა და განვითარების
ეტაპები. პროექტის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ მისი შექმნის ისტორიას და მოახდენენ
შედარებას ამჟამინდელ ტექნიკასა და ადრეულ ტექნიკას შორის. რა გამოწვევების წინაშე
დგას კომპიუტერის ევოლუცია. „ტერმინატორიდან რობოტექნიკამდე“ .
შეფასების
საგანი და პროცედურები - პროექტის მსვლელობისას მუდმივად მოხდება განმავითარებელი
შეფასება, ხოლო პროექტის დასრულებისას მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯფუფად: პირველი
ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას კომპიუტერის შექმნის შესახებ და მისი განვითარების ეტაპებს.
მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ვიდეოს სახით
პირველ კომპიუტერზე, თუ როგორ იყენებდნენ მას და შეადარებს დღევანდელ ტექნოლოგიასთან.
ხოლო მესამე ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას კომპიუტერული ტექნიკის განვითარების შესახებ.
წინასწარი
ცოდნა
ü იყენებს
ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული
მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში
ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა);
ü იყენებს
ციფრული საშუალებებს ცნებების, ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას ციფრული მასალის გამოყენებით;
ü ციფრული
მასალის გამოყენებისას ითვალისწინებს ამ მასალის ავტორის უფლებებს და საჭიროების შემთხვევაში
მიუთითებს ავტორს;
ü აცნობიერებს
ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა
შორის ინფორმატიკის ადგილსა და როლს; გაიაზრებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ და
ეკონომიკურ
ასპექტებს;
ü ინფორმაციისა და ელექტრონული ფორმატის ობიექტების
მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები - ინტერნეტი, ელექტრონული
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მეხსიერების ბარათი.
სასწავლო
პროექტის მსვლელობა -
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები
შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით, პროექტის დასასრულს კი განმსაზღვრელით. მოსწავლეებს
შემთხვევითობის პრინციპით დავყოფ სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფს მივცემ დავალებას რომ მოიძიონ
ინფორმაცია კომპიუტერის შექმნის შესახებ და მისი განვითარების ეტაპები. მეორე ჯგუფს
კი - მოიძიონ ვიდეო პირველი კომპიუტერის შესახებ, როგორ იყენებდნენ მას და შეადარონ
დღევანდელ ტექნოლოგიასთან. ხოლო მესამე ჯგუფს კი მივცემ დავალებას წარმოადგინონ პრეზენტაცია
კომპიუტერული ტექნიკის განვითარების შესახებ. პროექტის დასასრულს თითოეული ჯგუფი წარმოადგენს
ნახატს პოსტერის სახით თუ როგორი წარმოუდგენიათ თანამედროვე რობოტი და გამოაკრავენ
სკოლაში თვალსაჩინო ადგილას.
მონაწილეთა
ასაკი : 11-12 წელი
ვადები,
ხანგრძლივობა: 3 კვირა
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი შონია
ელექტრონული მისამართი: giorgi.shonia1984@gmail.com
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი შონია
ელექტრონული მისამართი: giorgi.shonia1984@gmail.com
საინტერესო პროექტია, წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteძალიან კარგი იდეა და საინტერესო პრეზენტატორი. აუცილბელად განახორციელე ეს პროექტი.
ReplyDeleteწარმატებები, ძალიან კარგი პროექტია, საინტერესო..
ReplyDeleteძალიან საინტერესო პროექტია
ReplyDelete