დედაპლატა
კომპიუტერის ერთ-ერთ მთავარ მოწყობილობას წარმოადგენს დედაპლატა
(Motherboard; Mainboard; Systemboard) რომელიც ვალდებულია არეგულიროს
სხვადასხვა მოწყობილობებიდან წამოსული იმპულსების მოძრაობა და მათი
დაკავშირება ცენტრალურ პროცესორთან. მისი ხარისხით და მაღალეფექტური
მუშაობით განისაზღვრება მთლიანად კომპიუტერის წარმადობა და სწრაფქმედება.
გარეგნულად იგი პლასტიკის დაფაზე ნაბეჭდი პლატაა, რომელზეც განლაგებულია
სხვადასხვა შესაერთებლები და გადამრთველები, მათ შორის პროცესორის ბუდეც.
დედაპლატას შეგვიძლია ვუწოდოთ კომპიუტერის “ხერხემალი”. იგი აკავშირებს
დანარჩენ სხვა ნაწილებს ერთმანეთთან.
დედაპლატის მუშაობა ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. როდესაც ჩვენ
კლავიატურაზე ვკრებთ რამეს, იმპულსი მიეწოდება დედაპლატას, რომელიც
გადასცემს მას პროცესორს. პროცესორი ამ იმპულსს მიიღებს, გარდაქმნის და
დაუბრუნებს დედაპლატას, იგი მიხვდება, რომ ახლა ეკრანზე უნდა გვაჩვენოს ჩვენი
ნაბეჭდი და მიღებულ იმპულსს გაუგზავნის ვიდეოადაპტერს, რომელიც მიიღებს მას,
გარდაქმნის და გადასცემს მონიტორს. როგორც ხედავთ, დედაპლატამ შეასრულა
განმაწილებლის როლი. ხოლო როდესაც დედა პლატა უხარისხოა ან ვერ
უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით მონაცემთა გატარებას, მაშინ კომპიუტერიც
შეცდომებით და ძალიან ნელა მუშაობს.
No comments:
Post a Comment